ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრება, გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობისთვის

ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრება, გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობისთვის

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
კობახიძის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონია გავრცელებული ინფორმაცია "ქართული ოცნების" საპატიო თვმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამერიკის ხმამ ეს ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით 20 სექტემბერს გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.