არქივი26 მაისი, 2024, 08:05
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებზე: საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დასჯის
საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დასჯის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის მხრიდან სანქციებს ეხებოდა.
„ეს კითხვა სიმბოლურია. დღეს ჩვენ ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დასჯის“, – აღნიშნა პრემიერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.