ირაკლი კობახიძე – აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც არეულობის გეგმის რეალიზებას უკავშირდებოდა ჩვენს ქვეყანაში, მანამდე დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუს-მა, ახლა – იარაღის მარაგი

მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუს-მა, ახლა არის იარაღის მარაგი, აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და ყველაფერი საბოლოოდ დადგინდეს.
„დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს რომ ჰქონდათ მძიმე გეგმები, ეს უკვე აშკარად იკვეთება გამოძიების მიმდინარეობისას. თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველაფერი საბოლოოდ დაადგინოს სრული სიცხადით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“