ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, უბრალოდ, დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში განსაკუთრებულად ინტენსიურია

ირაკლი კობახიძე - ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, უბრალოდ, დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში განსაკუთრებულად ინტენსიურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში განსაკუთრებულად ინტენსიურია.
კობახიძის მტკიცებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოში მსგავსი, არც რესურსი და არც გავლენა არ აქვს, რომ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჩაერიოს.
„ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა. უბრალოდ, დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ვერ ახერხებდა ვერავინ, საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, ვიდრე ეს ხალხს ჩამოყალიბებული ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ გარე ჩარევებს ვერც ახლა ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.
რუსეთს ასეთი რესურსები და გავლენა საქართველოში არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.