ირაკლი კობახიძე: [არ გვინდა გავხდეთ] ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არ მოსწონს დღევანდელი ევროკავშირი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ კრიტიკულია. კობახიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს, ქვეყნებს სუვერენიტეტის პრობლემა აქვთ.
„ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც შექმნილი აქვს დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება.
ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
4 ნოემბერს გასაჯაროვდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის შინაარსი, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი – და მნიშვნელოვანი რეგრესი – აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, – თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება… ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, – თქვა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)