ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ NGO-მ, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ NGO-მ, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად გაიზიარებენ ხელისუფლების წინადადებას ის NGO-ები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რეესტრში.
მისივე თქმით, ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა.
„ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.