– ამერიკული „ფარას“ კანონი არის საკმაოდ უხეში – იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში კანონი დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა

იმედს გამოვთქვამ, რომ ამერიკული „ფარას“ კანონი პარლამენტში დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკული „ფარას“ კანონი საკმაოდ უხეშია და საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
„ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ. ეს არის საკმაოდ უხეში კანონი. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა. ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს, ბუნებრივია, არის პარლამენტის საქმე,“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას