ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.