ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, ეს მათ დაიმსახურეს, სამწუხაროა, რომ აქამდე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა

აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ის ჯილდო, რომელიც მათ დაიმსახურეს და ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება.
„ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იგივე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იგივე გუნდურ სახეობებთან მიმართებითაც, რაც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და ღირსების ორდენზე – ოლიმპიური პრიზიორები. ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს იმ ჯილდოსთან ერთად, რომელიც მათ უშუალოდ ოლიმპიადაზე მოიპოვეს”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს