ირაკლი – აბსოლუტურად რელევანტურია გამოძიება – არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სჭირდება

კოორდინირებული მცდელობაა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს.
„ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს.
თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი.
ზოგადად, ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება. დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლო”,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”