ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს, გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია -ახლა კარტელურ მაღაზიებს და კომპანიებს რომ მიადგა, ჰოი საოცრებავ, ოპოზიციამ დაიწყო მაღალი ფასების დაცვა

ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს, გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია -ახლა კარტელურ მაღაზიებს და კომპანიებს რომ მიადგა, ჰოი საოცრებავ, ოპოზიციამ დაიწყო მაღალი ფასების დაცვა
ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ ხოლმე, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს და გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, – ასე ეხმიანება არქეოლოგი, ქეთევან ტურიაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სურსათის ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ქეთევან ტურიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირაკლი ქსელური მაღაზიების და კომპანიების საქმიანობას მიადგა ოპოზიციამ მაღალი ფასების დაცვა დაიწყო. “ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ ხოლმე, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს და გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. არ ვიცი ამ სტატუსზე ვინ შეიძლება შემომიხტეს, მაგრამ ფაქტია ეს ადამიანი სათითაოდ ადგება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს და წყვეტს.
არ აქვს დანდობა არავისი, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ზოგიერთი ღლიცინებს გუნდის ნახევარი დაიჭირაო და გუნდი საქართველოა, რომლის წევრიც არის ბატონი ბიძინა ივანიშვილიც, ირაკლი კობახიძეც, მამუკა მდინარაძეც და ასე შემდეგ, საქართველოა ის გუნდი, ვინც არის პრიორიტეტული და ახლა კარტელურ მაღაზიებს და კომპანიებს რომ მიადგა, ჰოი საოცრებავ, ოპოზიციამ დაიწყო მაღალი ფასების დაცვა. დავუბრუნდები ისევ იმ თემას, დღითიდღე ვრწმუნდები ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმში, ქვეყანაში მშვიდობაა, ეკონომიკა იზრდება, კორუფცია მოსპო. აგენტურული ოპოზიცია დასამარდნენ. ქვეყანა დამშვიდდა და ხალხი ქუჩებში აღნიშნავს ახალ წელს ბავშვებთან ერთად. ამის თქმა მინდოდა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ფიქრობს ჩემნაირად.”- წერს ქეთევან ტურიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები