არქივი27 მარტი 2025, 16:53
ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს შვეიცარიაში საქართველოს ელჩად შოთა გეწაძის, თურქეთში არჩილ კალანდიას, ხოლო კუბაში გიგლა ბარამიძის კანდიდატურები წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე შოთა გეწაძის, თურქეთში - არჩილ კალანდიას, კუბის რესპუბლიკაში კი გრიგოლ (გიგლა) ბარამიძის კანდიდატურები წარუდგინა.
შესაბამისი განკარგულება კობახიძემ მიმდინარე წლის 21 მარტს გამოსცა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დასახელებული კანდიდატურები მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 1-ელი აპრილიდან შეუდგებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.