ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს (ფოტოები)
შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი!“- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.