ირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით

ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.
მისივე თქმით, საინტერესოა რა რეაგირება ექნება გერმანიას, რომელსაც გიორგი გახარია თავს აფარებს.
“ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმეზე გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტიპენდიატს პატიმრობაც აქვს მისჯილი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო, როდესაც ბატონმა გახარიამ 30 წამში სამჯერ შეცვალა ის ჩვენება, რომელსაც აძლევდა საგამოძიებო კომისიას. საინტერესოა რა რეაგირება ექნება იმ ქვეყანას, სადაც თავი აქვს შეფარებული ერთ-ერთ რიგით აგენტს. ზოგადად, მისი ყველა ქმედება, რომელიც გახმაურდა, საფუძვლიან ეჭვს იწვევდა და ამ ქმედებების უკან იდგა ჩვენი ინსტიტუციების რეპუტაციის შელახვა. სწორედ ეს მოხდა აქაც იმ დიდ სამართალდარღვევასთან ერთად, რომელიც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამავე თემაზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უტიფრობას უწოდებს.
“ძალიან რთულად არის მათი საქმე, ჩვენ ეს მათ ვუწინასწარმეტყველეთ [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყოველდღე თავისმართლების რეჟიმი იქნებიან. ეს უტიფარი განცხადებაც ზის ნაცმოძრაობის განცხადებების ვერტიკალში. არ აცნობიერებენ, რომ ასეთი განცხადებით საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას”, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები