ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კირცხალია - საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის, ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალურად ისაუბრებს

ირაკლი კირცხალია - საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის, ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალურად ისაუბრებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია.
როგორც მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში განცხადებას გააკეთებს და სარჩელის დეტალებზე ისაუბრებს.
„დღევანდელი უმრავლესობის სხდომა გაიმართა გაფართოებულ ფორმატში. მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ესწრებოდა. ესწრებოდნენ „ევროპელი სოციალისტები“, „ხალხის ძალა“. განსახილველი საკითხი იყო საკონსტიტუციო სარჩელი.
შემიძლია ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. მზად არის სარჩელი. ხოლო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს პარტიის ოფისიდან არ გაკეთებულიყო განმარტება და არ შევსულიყავით დეტალებში. ხვალ, დღის პირველნახევარში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს, სადაც შეჯერებულ და დასრულებულ სარჩელზე დეტალურად ისაუბრებს. ამ საკითხის ირგვლივ საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხის განხილვაში მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იყო ჩართული, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამართოს ბრიფინგი“,- განაცხადა კირცხალიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.