ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კირცხალია - ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ - ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია - ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ - ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ - შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ჯერ წაახალისა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, შემდეგ ექსტრემიზმი, რაც ტერორიზმში გადაიზარდა და ახლა „ენა უტრიალდებათ და ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები გადატრიალება არ ყოფილა“.
„ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ. შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ. პოლიციელის დაწვა სიტყვის თავისუფლებაში შეიყვანეს და წაახალისეს. ზოგიერთი დიპლომატი „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოსახულებიანი ბანერებით დარბოდა. ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს. შემდეგ „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, რა სცადა, ისიც ვნახეთ. ჯერ წაახალისეს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, შემდეგ ძალადობა და ექსტრემიზმი, რაც ტერორიზმში გადაიზარდა. პირდაპირ გადატრიალების დაანონსებულ მცდელობაზე დღეს ამ უტიფრებს ენა უტრიალდებათ და ამბობენ, რომ ეს გადატრიალება არ ყოფილაო“, - განაცხადა კირცხალიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.