ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე – 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა

2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მეგის ქარდავა რას აღიარებს და რას არა [მნიშვნელოვანი არ არის]. მისი დაცვის მხარისგანაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [უდანაშაულობის შესახებ] ოფიციალური განცხადებები ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანის მიმართ. ბრალს რომ არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა ადვილი მოსასმენი არ იყოს. ღიმილის მომგვრელია, მეგის ქარდავაზე გვაქვს ლაპარაკი. 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს“, – განაცხადა კირცხალიამ.
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.