ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კირცხალია - გახარიას პატრონები არიან ისინი, ვინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები - სახელების ამოღება არ გაგიჭირდებათ არც ევროპარლამენტში, არც კონგრესში და არც სენატში - დიდი ჯგუფი არ არის, შვიდეული თუ ათეულია

ირაკლი კირცხალია - გახარიას პატრონები არიან ისინი, ვინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები - სახელების ამოღება არ გაგიჭირდებათ არც ევროპარლამენტში, არც კონგრესში და არც სენატში - დიდი ჯგუფი არ არის, შვიდეული თუ ათეულია

გახარიას პატრონები არიან ზუსტად ისინი, ვინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები - სახელი და გვარების ამოღება არ გაგიჭირდებათ არც ევროპარლამენტში, არც კონგრესში და არც სენატში, იმიტომ, რომ დიდი ჯგუფი არ არის, შვიდეული თუ ათეულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „პატრონები“ ბოლო პერიოდში, ქართველ პოლიტიკოსებზე მეტად ჩანან ეკრანებზე და პირდაპირ არიან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული.
„გახარიას პატრონები არიან ზუსტად ისინი, ვინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები. სახელი და გვარების ამოღება არ გაგიჭირდებათ არც ევროპარლამენტში, არც კონგრესში და არც სენატში, იმიტომ, რომ დიდი ჯგუფი არ არის. შვიდეული თუ ათეულია, ვინც ბოლო წლებია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქართველ პოლიტიკოსებზე მეტად ჩანან ეკრანებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მაგივრად, პირდაპირ არიან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ სტრასბურგში და ჰააგაში, ამ მავნებლებს, რომლის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შემადგენელი ნაწილი არის ბატონი გახარიაც, მოვუგეთ უმნიშვნელოვანესი დავა. პირდაპირ ვიძახი, რუსეთთან ერთად მათ, იმიტომ რომ აი, იმ მოღალატეობას გავეცით პასუხი. ასე რომ, ძალიან ნათელია ბატონი მამუკას [მდინარაძის] განცხადება," - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აგენტურის წევრია და მან თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი.
„როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად," - განაცხადა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.