ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე): ლიტერატურა თავისუფლების მხარეს დგას! ბოიკოტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს!

“ბოიკოტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს
მე, ერთი რიგითი მოქალაქე, ქართველი მწერალი და ქართული წიგნის მკითხველი ვუცხადებ საჯარო ბოიკოტს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს.
ვერც წიგნის სიყვარულითა და ვერც ლიტერატურისადმი ერთგულებით მივიღებ მონაწილეობას ფორუმში, რომელიც დაფინანსებულია და მხარდაჭერილია იმ სტრუქტურების მიერ — საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიისგან — რომლებიც წარმოადგენენ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, რომელიც:
არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს;
აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით;
დევნის ხელოვანებს, მწერლებს, თავისუფალ ავტორებს;
ავიწროებს, ცილს სწამებს და აპატიმრებს ჟურნალისტებს;
ებრძვის თავისუფალ სიტყვას, განსხვავებულ აზრს და დამოუკიდებელ კულტურულ სივრცეებს.
მე როგორც მწერალს, არ მსურს, რომ ჩემი წიგნები, ჩემი სახელი და შემოქმედება გახდეს თანამონაწილე რეჟიმის იმიჯის “კულტურულ” შენიღბვაში. არ ვმონაწილეობ ფარსში, რომელიც რეალურ ცხოვრებაში აზრის გამოხატვის თავისუფლებას ახშობს, ხოლო ფესტივალის სცენაზე წიგნისა და ლიტერატურის ღირებულებაზე საუბრობს.
ჩემი, როგორც მწერლისა და მკითხველის ბოიკოტი არის პრინციპული და საჭირო პასუხი იმ რეპრესიებზე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ საქართველოში.
მოვუწოდებ ყველა ავტორს, გამომცემელს, მკითხველს და ლიტერატურულ ორგანიზაციას, გაწყვიტოს კავშირი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან მანამ, სანამ ის ფინანსდება და თანამშრომლობს ამ ძალადობრივ, ანტიქართულ, თავისუფლებისმოძულე რეჟიმთან.
ლიტერატურა თავისუფლების მხარეს დგას!
შემომიერთდით!
იაკი კაბე” – წერს ქართველი მწერალი, ირაკლი კაკაბაძე

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას