ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ზარქუა - ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა და კონსტიტუციაში ავსახოთ რელიგიის როლი

ირაკლი ზარქუა - ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა და კონსტიტუციაში ავსახოთ რელიგიის როლი

ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა, რელიგიის როლი და კონსტიტუციაში ავსახოთ დამოკიდებულება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა და რელიგია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ეკლესია დაიცვას და გააძლიეროს.
“დედა ეკლესიაზე უსამშობლოებისა და მათი პატრონების შემოტევა არაერთხელ ყოფილა, მათ შორის პატრიარქზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ქართული სახელმწიფო, ეკლესია, ერი და ბერი განუყოფელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა, რელიგიის როლი და კონსტიტუციაში ავსახოთ დამოკიდებულება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა და რელიგია. უსამშობლოების ინტერპრეტაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ. სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი და ფუნქციები გამიჯნულია, რომელიც ერთიანად ქართულ სახელმწიფოს ქმნის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესია დავიცვათ და გავაძლიეროთ. დიახ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამისთვისაც გვჭირდება. ეკლესია არის მნიშვნელოვანი. ვართ ერი, რომელიც ყველას უფლებას პატივს სცემს, მაგრამ ყველამ უნდა სცეს პატივი ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ინტერესებსა და ადათწესებს”, - აღნიშნა ზარქუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.