ირაკლი ზარქუა – სტალინის გამოსახულებაზე აქცენტს რატომ აკეთებთ?! ხომ აღინიშნა, რომ ეს არის წმინდანი, რომელთანაც არის სტალინი, ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია, ამაზე აქცენტირება საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს

სტალინის გამოსახულებაზე აქცენტს რატომ აკეთებთ?! ხომ აღინიშნა, რომ ეს არის წმინდანი, რომელთანაც არის (სტალინი) და ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია, ამაზე აქცენტირება პოლარიზაციას იწვევს საზოგადოებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ცოტა დაგვიანებული, მაგრამ დროული გადაწყვეტილება მიიღეს“ და კანონპროექტში, რომელიც რელიგიური შენობა-ნაგებობის და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას გაამკაცრებს, ევროპის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ.
„მე რასაც ვაკვირდები, ამ ხელმოცარულებს რევოლუციური სცენარები რომ არ გამოუვიდათ, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობით, უნდათ, რომ საზოგადოება რელიგიური ასპექტით გახლიჩონ და დააპირისპირონ. შეიძლება ხვალ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს მიადგნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ და ამით უნდათ, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამის მცდელობას ვხედავთ ჩვენ, როგორ შეხმატკბილებულად ყველა სექტორიდან უტევენ ეკლესიას. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩემის აზრით, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ დროული, რომ ევროპის საუკეთესო გამოცდილება რაც არის, ამ მიმართულებით ვიქნებით სწორედ აქცენტირებული, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, არავის მიეცემა უფლება და მკაცრად იქნება დასჯილი ვინც ვინმეს რელიგიურ ღირებულებებს, საგნებს თუ ა.შ. შეეხება და შეურაცხყოფას მიაყენებს“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ