ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილს: ...დაახლოებით ამ დონზე დახვედით. აი რა მოგიტანათ თქვენ ამათთან დაბრუნებამ

„სალომე ზურაბიშვილი ნაცების პრეზიდენტია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შექმნას.

„ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენკენ არ არის უკვე და ფსევდოპრეზიდენტი არის, ის ნაცების პრეზიდენტია, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კითხვებს სვამს და პასუხს ითხოვს. თქვენი ამოცანაა დაახლოებით, აი „ჭიჭე“ ვაშაძე რომ სისულელეებს ბჟუტურებდა და მერე შერცხვა, თავისიანებმა დასცინეს და გავარდა გარეთ, დაახლოებით ამ დონზე დახვედით. აი რა მოგიტანათ თქვენ ამათთან დაბრუნებამ“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.