ირაკლი ზარქუა – რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები „კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია იყო უსამშობლოების მხრიდან“.
როგორც ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ამას გულისხმობდა ის თავის განცხადებებში, რომ ახალგაზრდებს მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ამზადებენ.
„ის, რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20 – კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ, რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები – მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე, რომ ბოკერიას გიჟს გადაეცით, რომ წუხელვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც!“- წერს ირაკლი ზარქუა „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც “ქართული ოცნების” წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად