– პატრონების დაკვეთით უსამშობლოების ინტერესებშია, რომ აქ რამენაირად გავარდეს ტყვია, რომ ამას მოჰყვეს ე.წ. ნაცმაიდანი და გადატრიალება – ვერ ეღირსებით! არ აგარევინებთ!

მცდელობა, გეგმა უკავშირდება იმას, რომ აქ „ნაცმაიდანი“ მოაწყონ, რაც არ გამოსდით და არც გამოუვათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ოპოზიციის წევრებს „უსამშობლოები“ უწოდა, რომელთა მიზანი, ირაკლი ზარქუას აზრით, ქვეყნის არევაა.
„რატომ ვეძახით მათ „უსამშობლოებს“? დაეწყვნენ ეს ე.წ პოლიტიკოსები, ბოკუჩავები, ვაშაძეები, „გირჩი“ ჩახდილი ჯაფარიძე და ეს უსამშობლოები, ევროკავშირს მიმართეს, ჩვენს ქვეყანას იქნებ შეუწყვიტოთ უვიზო მიმოსვლა, იქნებ კანდიდატის სტატუსი წაართვათო, მოლაპარაკებების გახსნა იქნებ მაქსიმალურად დაბლოკოთო. ესენი არიან უსამშობლოები და მათგან რას უნდა ველოდოთ? არაფერს. ისევ მცდელობა იქნება, რომ რამენაირად ეს ქვეყანა გაწირონ, „გააშავონ“, ჩვენი საქართველო რამენაირად უკან დახიონ. მთელი ეს პერიოდი ამას აკეთებენ. არ გახსოვთ სამადაშვილი რომ წერდა ბრიუსელში შეხვედრებზე, სტატუსი არ მისცეთ, თორემ მერე არჩევნებში ვერ დავამარცხებთო? ეს არის ქალბატონი სამადაშვილი, ხომ იცით, რომელიც არის? ხელმოცარული დიპლომატი. აი, ასეთები გვყავს, ხელმოცარულები როგორც დიპლომატიაში, ასევე, ეკონომიკაში. ვალების ეკონომიკა ჰქონდა 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანას, ახლა 28 მილიარდიან ბიუჯეტს ვამტკიცებთ ამ კვირაში. ეს მოხმარდება ჩვენს ახალგაზრდებს, ინფრასტრუქტურას და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებას“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი განმარტებით, საქართველოში ვითარების ესკალაცია ოპოზიციის ინტერესებშია.
“სიტუაციის ესკალაცია და დაძაბვა, ეს არის სწორედ ამ უსამშობლოების, ამ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების ინტერესებში, „პატრონების“ დაკვეთით, რომ აქ იქნებ რამენაირად გავარდეს ტყვია. აი, ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქაოსი იყოს და ამას მოჰყვეს შემდეგ ე.წ. „ნაცმაიდანი“ და გადატრიალება. ვერ ეღირსებით! არ აგარევინებთ! გამორიცხულია!. თქვენნაირი უსამშობლოების გზა არის ერთი-პოლიტიკურ მოუსავლეთში და სწორედ ამ პროცესს ადგახართ ახლა. სულ რამდენიმე კვირა და ეს ყველაფერი დამთავრდება“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…