ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ზარქუა - ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება - მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას!

ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება - მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუა არ გამორიცხავს, პარტია "ახალს" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებდეს.
"ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა?! მე "ჩამიგდეს" სახალისოდ, როგორი "შეხმატკბილებულები" არიან. არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო ის აქვთ, რომ ორივე "ნაცია", იქიდან მოდიან, ფესვები არის "ნაცობიდან" და ახლა ცდილობენ, გაემიჯნონ ხაბეიშვილის და კეზერაშვილის პარტიას. არ გამოვრიცხავ ისევ კეზერაშვილი აფინანსებდეს მათ. "ახალი" დაირქვეს. დავამატოთ - "ახალი ნაცები". სწორია! "ახალი ნაცები"! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ "ნაცი" "ნაცს" თუ წაართმევს ხმებს ძალიან კარგი იქნება, ამით ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად მოგებული დარჩება. დანარჩენი რასაც წარმოადგენენ კი ვნახეთ," - განაცხადა ზარქუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.