ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ზარქუა ოპოზიციურ ალიანსებზე - „ლუზერების“, ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე?! - არც არაფერი!

„ლუზერების“, ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე?! - არც არაფერი! - ასე უპასუხა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების თემაზე დასმულ კითხვას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
ზარქუას აზრით, “ისინი დონორებს ატყუებენ, რათა წინასაარჩევნოდ დიდი ფული წამოიღონ, ჯიბეში ჩაიდონ და მერე თქვან: ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა“.
“ლუზერების", ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე?! - არაფერი! როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ცენტრების შექმნას ურჩია და შემდეგ, როცა საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩებიან, იტყვიან - არჩევნები გაგვიყალბეს, თორემ ჩვენ ვიგებდითო.
ცალკე რომ იყავი მხარდაჭერის 1%-ც არ გქონდა! მელია რომ იყავი, საკუთარი პარტიიდან პანჩურით გაგაგდეს, "ხაბემ" ჩამოგაგდო და ასეთი კაცი პოლიტიკაში დარჩი - ჰოდა, რა პრეტენზია გაქვთ?!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.