: მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ!

მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს, მაინც შეძლეს [წერეთლის რეაბილიტაციის დასრულება] – მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი .
მისივე თქმით, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ საზოგადოება “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა ენდოს.
“მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [დასრულება] და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მერიის თითოეულ თანამშრომელს, კახა კალაძეს. მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, [ირაკლი] ბენდელიანმა მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდნენ ღირსებით და დროულად, ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. გამოდით, ახლა უნდა დაგთვალოთ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება