ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე - გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! - არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ, მომავალშიც დაბლოკონ

ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე - გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! - არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ, მომავალშიც დაბლოკონ

გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მათ ხელთ რომ იყოს, აქამდე შეგვიჩერებდნენ, მაგრამ იქ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ადეკვატურად, სამართლიანად საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან! მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ მომავალშიც დაბლოკონ! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თაობაზე დასმულ კითხვას.
ზარქუას აზრით, უვიზო მიმოსვლის საკითხს სქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებენ.
„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არავის უნდა. ეს მავნებლები, მათი დამფინანსებლები და პატრონები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შანტაჟის იარაღად გამოიყენონ. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაც ასე არ გვაშანტაჟებდნენ?!
ნახეთ პოლიციის დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ აშშ-ში! შეგიძლიათ თქვათ, რომ აშშ-ში დემოკრატია არ არის და აშშ-ი პოლიცია ძალადობს?! ვერ იტყვით!
ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველა ბრალდება არგუმენტირებულია. ყველას აქვს შესაძლებლობა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს და საერთაშორისო სასამართლოში წაიღოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.