ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ზარქუა: ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს

ირაკლი ზარქუა: ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს

ბა­ტო­ნი ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია - ბა­ტო­ნო ელჩო, მე მეს­მის თქვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა და აღ­შფო­თე­ბა, რომ თქვე­ნი აგენ­ტუ­რა ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავს, მაგ­რამ ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევთ, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი “ძა­ლი­ან ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბას აძ­ლევს თავს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში ერე­ვა”.

“ბა­ტო­ნი ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. მათ შო­რის თა­ვი­სი არ­სი­თა და ში­ნა­არ­სით მი­უ­ღე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ბა­ტო­ნო ელჩო, ძა­ლი­ან ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბას აძ­ლევთ თქვენს თავს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ოთ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ მკა­ფი­ოდ გი­თხრათ, რომ ჩვენ ლგბტ პრო­პა­გან­დას არ გა­ვა­ტა­რებთ, შე­სა­ბა­მი­სად თქვენ ნა­ხეთ მი­ტინ­გი, სა­დაც მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და და თქვენ ჯი­უ­ტად მა­ინც გვაწ­ვე­ბით და ამ­ბობთ, რომ თურ­მე ლგბტ პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვაა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ გე­თან­ხმე­ბით - ეს ერთი. მე­ო­რე, თქვენ მო­უხ­მეთ ფაქ­ტებს, თურ­მე დღეს რო­გო­რი მშვი­დო­ბაც არის მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში. აქაც შე­უ­სა­ბა­მოა ეს გან­ცხა­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა არ არის, ბა­ტო­ნო ელჩო - ან გა­ტყუ­ე­ბენ, ან იტყუ­ე­ბით. ეგ უბე­დუ­რე­ბაა, იქ ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, რო­მე­ლიც რო­დის დამ­თავ­რდე­ბა, კა­ციშ­ვილ­მა არ იცის. ჩვენ არ გვინ­და ისე­თი მშვი­დო­ბა, რო­გო­რიც უკ­რა­ი­ნა­შია“, - აღ­ნიშ­ნა ზარ­ქუ­ამ.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, ზარ­ქუ­ამ ელჩს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, რომ „შე­ეშ­ვას შიდა არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას, რად­გან ეს მისი მან­და­ტი არ არის“.

„კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ და მო­გი­წო­დებთ, რომ შე­ეშ­ვით შიდა არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას - ეს თქვე­ნი მან­და­ტი არ არის. თქვე­ნი მან­და­ტი არის, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო და­წი­ნა­ურ­დეს, იქ ფეხი არ დაგ­ვი­დოთ - მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რეთ. ჩვენს უკან ქარ­თვე­ლი ერის უმ­რავ­ლე­სო­ბა დგას. ასე რომ, ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. მე მეს­მის თქვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა და აღ­შფო­თე­ბა, რომ თქვე­ნი აგენ­ტუ­რა ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავს, მაგ­რამ ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.