ირაკლი ეძგვერაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაცმოძრაობის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. დეპუტატს ძალოვანებები დაუპირისპირდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან აგრესია და ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი შეეცადა გაერკვია, რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვანები მის ავტოფარეხთან

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა