ირაკლი ეძგვერაძე – „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ვერაფერს – მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ხმის მიცემა არის დაცული და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს

ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ვერაფერს და ამაში მარწმუნებს ყოველდღიური შეხვედრები ადამიანებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რომლებმაც ზუსტად იციან 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად წავა, ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ჩვენთან იქნება.
„ორი თვეა გლდანში ვატარებ კამპანიას და ვიცი გლდანელების განწყობა. 2020-ში ვიცოდი, რომ არჩევნებს ვიგებდით და ახლა იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე 2020-ში, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ შეძლებს. ყოველი დღე ამაში მარწმუნებს, მაგრამ განსაკუთრებით გუშინ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყველა მეუბნებოდა თუ რა უნდა მოხდეს 26 ოქტომბერს, უზომოდ უყვართ სამშობლო და მზად არიან თავი გაწირონ მისთვის. როცა ასეთი ენთუზიაზმია, როცა ასეთი განწყობაა, „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ შეძლებს და ის მანიპულაცია, ხალხის დაშინება, რომ თურმე გამოჩნდება ვის აძლევ ხმას – ეს არის აბსურდი. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ხმის მიცემა არის დაცული და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. „ქართული ოცნება“ აუცილებლად წავა, ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ჩვენთან იქნება. გუშინ ახალგაზრდებს ვესაუბრებოდი და ყველა ერთხმად ვამბობდით, რომ გვინდა ხარისხიანი განათლება, სპორტი, კეთილდღეობა – ყველაფერი, რაც ევროპაშია, ღირსეული სამუშაო“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გლდანში მოსახლეობას შეხვდა.
მათივე ინფორმაციით, იგი უკეთ გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს