ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა – შსს-ში აცხადებენ, რომ ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა.
„ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს.
ამ დროისათვის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა.
გამოძიების თანახმად, ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად არის ცნობილი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე [ირაკლი დგებუაძეზე] თავდასხმას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას