ირაკლი გიორგობიანი – ჩვენი მომავალი არის ევროპული ჯანდაცვის სისტემა

არა რუსულ კანონს და წინ ევროპისკენ! – ასე ვეტყვით ექიმები ჩვენ ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ ექიმმა, პროფესორმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ევროპული ჯანდაცვის სისტემა.
„ექიმები, ადამიანები ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგანან და დგანან იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, სადაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს გვერდში დგომა. არა რუსულ კანონს – ასე ვეტყვით ექიმები ჩვენ ამ ხელისუფლებას. ჩვენი მომავალი არის ევროპული ჯანდაცვის სისტემა და ძალიან მალე გვექნება. არა რუსულ კანონს და წინ ევროპისკენ!“, – განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს