ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოჰან ვადეფული - შოკირებული ვარ სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმით - ეს არის სიძულვილის აქტი, რომელიც მიმართულია ებრაული თემების წინააღმდეგ

იოჰან ვადეფული - შოკირებული ვარ სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმით - ეს არის სიძულვილის აქტი, რომელიც მიმართულია ებრაული თემების წინააღმდეგ

ღრმად შოკირებული ვარ სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმით - ხანუქას დღესასწაულის პირველ დღეს ჩადენილი სიძულვილის აქტი მიმართულია ყველგან ებრაული თემების წინააღმდეგ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოკლულთა ოჯახებს და ებრაულ თემს თანაგრძნობას უცხადებს.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.