ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოსელიანი კუპრაშვილს შეხვდა

იოსელიანი კუპრაშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
აპარატის ცნობით, შეხვედრაზე იოსელიანმა "ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა".
"შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმისა და გამჭვირვალობის გაძლიერების, ასევე კორუფციის პრევენციისთვის მუშაობის მნიშვნელობას; განიხილეს აგრეთვე, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (ფარა) და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონების აღსრულების დეტალები.
სახალხო დამცველი და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", - წერია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.