ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოსელიანი: დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გამოყენებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმაურება.
იოსელიანის განცხადებით, ეს დაუშვებელია და დეპუტატებს ეთიკის მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!" - წერს იოსელიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.