ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იონათამიშვილი: შეშინებულ ოპოზიციას ვურჩევდი, რომ ასეც ნუ გამოხატავენ იმას, რომ არიან დამფრთხალნი

ოპოზიციაში არ აქვთ უნარი იმის, რომ შემოვიდნენ დისკუსიაში და აქამდეც ვნახეთ, ყველა მათი ასეთი მცდელობა როგორი კრახით სრულდებოდა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სხდომაზე მისვლის ეშინია.

„ამ შეშინებულ ოპოზიციას ვურჩევდი, რომ ასეც ნუ გამოხატავენ იმას, რომ არიან დამფრთხალნი. თუ არ უნდათ და მართლაც ასე ეშინიათ სხდომაზე მოსვლის და მონაწილეობის, ნუ მოვლენ. ესეც მათი არჩევანია. თუ მოვლენ, ცხადია, მათთვის მძიმე შედეგებით დასრულდება, ვინაიდან მათ არ აქვთ უნარი იმის, რომ შემოვიდნენ დისკუსიაში და აქამდეც ვნახეთ, ყველა მათი ასეთი მცდელობა როგორი კრახით სრულდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს განხილვა და მნიშვნელოვანია, რომ სასესიო კვირაში, მეორე მოსმენით დასრულდეს ეს პროცესი“, - აცხადებს იონათამიშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.