იოზვიაკი: ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი

“ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი,” – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ არანაირი ზონა არ იქნება გაწერილი, თუმცა იქნება მკაფიო მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ:
ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერია, მაგრამ არის ეს: ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტონ თავიანთი განზრახვები, შეცვალონ მოქმედების მიმდინარე კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და რომელიც დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს,” – წერს იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”