ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოანე აბალაკმა და გიორგი ზურაბაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლები მოიპოვეს

იოანე აბალაკმა და გიორგი ზურაბაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლები მოიპოვეს

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტი გიორგი ზურაბაშვილი (-90 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, იოანე აბალაკმა (+90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.