ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოავ გალანტი - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან გამოყოფილი თანხები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მეშვეობით ტერორისტული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად და ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა“, - განაცხადა იოავ გალანტმა.
იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩებს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თავის მიზნებს არ მიაღწევს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.
მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის: აშშ-მა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა სააგენტოს დაფინანსება შეუჩერეს. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე შესაბამისი გამოძიება დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.