ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება. მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ. მოცემული მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.