ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინფორმაციის მიღების რომელ საშუალებებს აქვს მეტი ნდობა საქართველოში? - „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. 49% სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას, 21% - სოციალური მედიას, 19% - ინტერნეტს (სოციალური მედიის გარდა), 4% - ოჯახის წევრებს, 3% - მეზობლებს და მეგობრებს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად მეორე ძირითადი წყარო სოციალური მედიაა.
ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი ნდობა ტელეკომპანია „იმედს“ აქვს (22%), მეორე ადგილეა - 8-8%-ით - ტელეკომპანია „მთავარი“ და „რუსთავი 2“, მესამეზე „ტვ პირველი“ 6%-ით, 2-2% - „ფორმულა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, 1-1% - „პოს ტვ“ და „კავკასია“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.