ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინტერნეტში აფხაზები ქართველების გამარჯვებას განიხილავენ

სოციალური ქსელების აფხაზი მომხმარებლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას განიხილავენ. ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“.
ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ: „ხელისუფლებებს, რომლებიც სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავენ, რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ საქციელზე“.
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც წერია, თუ როგორ დააჯარიმა 2022 წელს ფიფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირი - გასახდელში ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა დროშა, რომელზეც კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში იყო გამოსახული.
მწვავე დისკუსია გაიმართა აფხაზი ჟურნალისტის, როინ აგრბას იმ ფეისბუკპოსტის ქვეშ, რომელიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შედეგებს ეხებოდა.
აი, კომენტარების ნაწილიც:
„მათთვის ეს მართლაც ისტორიული წარმატებაა“.
„მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე ნაკლებად როდი თამაშობს“.
„თავიდან ვიფიქრე, რა ყოჩაღები არიან, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ-მეთქი (მეზობლურად მინდოდა მიმელოცა), მაგრამ ფეხბურთელებმა აფხაზეთსა და ოსეთზე რომ დაიწყეს სკანდირება, ეს სურვილი გამიქრა (ფეხბურთელებს ეს არ უხდებათ, მიტინგზე ხომ არ არიან!)“.

ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.