ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი" - უჩა სეთური კომუნიკაციების კომისიის კვლევას პასუხობს

საქართველოში მობილური ინტერნეტი 136 პროცენტით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში - კომუნიკაციების კომისიის კვლევას, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე აფასებს. უჩა სეთურმა საქართველოსა და ევროპაში ინტერნეტის ხარისხსა და ფასებზე ისაუბრა.
"ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი. მათ მიერ ჩადებული მოგებაც მიზერულია, ძალიან გვიკვირს ეს კომპანიები საერთოდ როგორ არსებობენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენი ფასები ევროპულ ფასთან შედარებით ძვირია, ეს უბრალოდ არასწორია, ეს ასე არ არის, ფასების სხვაობა შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული პირებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას, სადაც განასხვავებენ 2 ტიპის სერვისებს, ეს არის მიკრო და მცირე ბიზნესი, რომელიც იყენებს 30მგ/ბტ-მდე სიმძლავრის ინტერნეტს და საუბარია მსხვილ ბიზნესზე, რომელიც იყენებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს," - განაცხადა უჩა სეთურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.