არქივი21 დეკემბერი, 2023, 15:57
"ინტერი" თასიდან გამოვარდა - ლაუტარომ ტრავმა მიიღო [VIDEO]
იტალიის თასის მერვედფინალში "ინტერი" საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
99-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა და შეცვალეს. არგენტინელმა მოედანი კოჭლობით დატოვა, მისი მდგომარეობის შესახებ კი კომენტარი მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გააკეთა:
"ჩვენ მის მდგომარეობას შევაფასებთ. იმედია, სერიოზული არაფერია. სამედიცინო შტაბი მშვიდადაა, მაგრამ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. მით უმეტეს, ორი დრის შემდეგ "ლეჩესთან" მატჩი გვაქვს".
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.