"ინტერისა" და "ნაპოლის" პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]
!["ინტერისა" და "ნაპოლის" პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/21c78217f5191a93da2e7b21e91d5a98-iHTmpw.jpeg)
სერია A-ს მეთორმეტე ტურში „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას დარტყმულ ბურთს მეკარე ზომერი დაეუფლა. შემდეგ ხვიჩას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი რაჰმანიმ კარისკენ გადაგზავნა, სადაც მაკტომინეიმ ყველას დაასწრო და ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. მერე „ინტერს“ კარგი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან ჩალჰანოღლუმ ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა. 43-ე წუთზე კი მერეტმა ჩალჰანოღლუსგან არგასაშვები გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა.
ინტერი - ნაპოლი
გოლები: 0:1 მაკტომინეი (23), 1:1 ჩალჰანოღლუ
(43)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.