,, ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ:
მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.
მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ.ერთად შევცვალოთ.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.
შეკითხვაზე “ვის ველაპარაკები/დაველაპარაკები”, გპასუხობთ:
ყ ვ ე ლ ა ს”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ