არქივი27 ნოემბერი, 2023, 05:56
ინტენსიური თოვის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია
ინტენსიური თოვის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.ინფორმაციას საავტომობილო დეპარტამენტი ავრცელებს.
"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.