ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ რეგიონებში გრძელდება - ამჯერად თამაშებმა მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გადაინაცვლა

საქართველოში, ევროპის შესახებ ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?" გრძელდება. ამჯერად თამაშებმა მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.
ტურნირი ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ. ღონისძიებაში 100-ზე მეტი გუნდის 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირი დეკემბრის დასაწყისში, იმერეთისა და გურიის რეგიონებით დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.