ინსტრუქციას ელოდებიან პატრონებისგან – ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილზე

ინსტრუქციას ელოდებიან პატრონებისგან – ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილზე
მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისაგან დაცვის შესახებ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე აზრის გამოსათქმელად, არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილი პატრონებისგან ინსტრუქციას ელოდება. ნიკოლეიშვილის თქმითვე, მათ უჭირთ იმ კანონპროექტის წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც საზოგადოების უმრავლრსობა უჭერს მხარს.
“მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია. ჯერ ერთი ინსტრუქციას ელოდებიან პატრონ/დონორებისგან, აბა მათ ხომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ?! მეორე კიდევ შავ დღეში არიან – როგორ გინდა დაუპირისპირდე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც სრულიად ერი და ბერი უჭერს მხარს? ამიტომ არიან ტრავოლტას გიფივით. ასე ხდება, როცა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ უცხო, ბინძურ ინტერესებს ემსახურები.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა